ჩვენი მოწოდება გახლავთ, ყველა აღმსარებელს ჰქონდეს პირობები, რათა ილოცოს და ღმერთთან ისაუბროს, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ყურბან ბაირამის დღესასწაულზე, ჯუმა მეჩეთში სტუმრობისას განაცხადა.
გიორგი კიკვირიკაშვილმა ქრისტიანებისა და მუსლიმების თანაცხოვრებაზეც ისაუბრა და ძლიერი ქვეყნის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის მათ მადლობაც გადაუხადა.
"გილოცავთ ყურბან ბაირამიდ დღესასწაულს. ეს დღე არის დიდი დღე ყველა მუსლიმისთვის, ეს დღე არის ხვალინდელი დღის იმედის, ერთმანეთის თანადგომის, მშვიდობის დღესასწაული. ამ დღეს მუსლიმები ეხმარებიან ყველა მათ გარშემო მყოფს, განურჩევლად რელიგიისა. სწორედ ასეთმა თანადგომამ შეინარჩუნა უდიდესი კულტურა ჩვენი თანაცხოვრების, რომლითაც საქართველო ნამდვილად მდიდარია",-აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველო აფასებს ყველა მუსლიმის წვლილს ერთიანი ძლიერი ქვეყნის მშენებლობაში.
"სწორედ ჩვენი მოწოდებაც გახლავთ, ყველა აღმსარებელს ჰქონდეს პირობები, ლოცოს და ღმერთთან ისაუბროს. გილოცავთ კიდევ ერთხელ დღევანდელ დღესასწაულს,გ ისურვებთ სულიერ სიმშვიდეს,ხვავსა და ბარაქას ოჯახებში. ერთად აგვეშენებინოს კიდევ უფრო ძლიერი ქვეყანა", - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა მუსლიმი თემის წარმომადგენლებს.
პრემიერ-მინისტრმა მუსლმიმურ დღესასწაულზე სიმბოლური საჩუქარიც მიიღო.