დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატ არმაზ ახვლედიანი განცხადებით, ადგილი, სადაც მისი საარჩევნო ბანერი იყო განთავსებული აკრძალულ სიაში არ ყოფილა. ის საკრებულოს უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს. არმაზ ახვლედიანი მიმართავს სასამართლოს. ის ასევე აპირებს ინფორმაცია არასამთავრობოებს და დიპლომატებს მიაწოდოს.
„მე უნდა ვუთხრა მათ, რომ ბანერის გარეშეც გავიმარჯვებ. ხვალ დილიდან მივმართავთ როგორც სასამართლოს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, სადამკვირვებლო მისიებს, საელჩოებს და საქართველოს ხელისუფალთ, რომლთაც ევალებათ, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს ყველასთვის თანაბარი,“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
აღნიშნულ საკითხს ,,ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი, საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი ჭეიშვილი ეხმაურება. „12 წლის დადგენილებით, აღნიშნული ტერიტორია აკრძალულია ბილბორდებზე სააგიტაციო მასალის განსათავსებლად,“ - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.