უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა ვაკანტურია და ჯერჯერობით უცნობია, ირინა იმერლიშვილს ამ თანამდებობაზე ვინ შეცვლის.
ეს თანამდებობა ვაკანტური დღეს, მას შემდეგ გახდა, რაც პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ საკუთარი კვოტით უშიშროების საბჭოს უკვე ყოფილი მდივანი, ირინა იმერლიშვილი, დანიშნა.
უშიშროების საბჭო პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა და შესაბამისად, საკადრო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს. ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივანს სამი მოადგილე ჰყავს.