პაატა ბურჭულაძის პარტიის სიაში ყოფნაზე გიორგი რუხაძემ უარი თქვა. ინფორმაცია ამის შესახებ მან სოციალური ქსელით თავად გაავრცელა და აღნიშნა, რომ ,,სახელმწიფო ხალხისათვის“ საარჩევნო სიაში ყოფნაზე პირადი მოსაზრებებით თქვა უარი.
,,დაწვრილებით ალბათ მომავალში ვისაუბრებთ. დღეს რაც შემიძლია გითხრათ, არის ის რომ, პირადი მოსაზრებებით ვთქვი უარი პარტიულ სიაში ყოფნაზე. სატალევიზიო კომენტარებზე ამ ეტაპზე თავს შევიკავებ” – აცხადებს რუხაძე.
როგორც ცნობილია, პარტია დატოვა ხათუნა ლაგაზიძემ. მიზეზად მან პარტიის ღირებულებების შეცვლა დაასახელა.
პარტიის ლიდერმა საარჩევნო სიის პირველი 13 კანდიდატი გუშინ დაასახელა, რომელშიც ხათუნა ლაგაზიძე და გიორგი რუხაძე არ იყვნენ.
ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, რომ პარტიას ,,ნაციონალური მოძრაობა“ მართავს.
,,ამ ადამიანების გვერდზე ფოტოებშიც კი არ დავფიქსირებულვარ, რომ ჩემი მათთან ასოცირება არ მომხდარიყო. მე მჭირდებოდა ფაქტი, რომ პაატა ბურჭულაძემ ეს ნაბიჯი გადადგა არა იმისთვის, რომ პარტია გადაერჩინა, არამედ იმისთვის, რომ პარტია გაეყიდა. ეს იყო მისი მხრიდან პარტიის, ამ ადამიანების გაყიდვა. მე ამის დადასტურება მჭირდებოდა პარტიული სიის სახით,“ - განაცხადა ლაგაზიძემ.
იგი ასევე საუბრობს გარკვეული სახის ზეწოლაზე კრიმინალური ავტორიტეტის ადამიანებისგან და ხელისუფლებას მისი და ოჯახის წევრების დაცვას სთხოვს.