არჩევნებში მონაწილეობის გამო, თანამდებობას დატოვებს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ. როგორც ცნობილია, ის საარჩევნო სიის მეორე ნომერი იქნება.
კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მეორე დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ პირები, რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია. ასეთი თანამდებობაა, მათ შორის, მთავრობის კაბინეტის წევრობა, გარდა პრემიერმინისტრისა.
ქართული ოცნების პარტიის ათეული ასეთია: 1. გიორგი კვირიკაშვილი, 2. კახა კალაძე, 3.ირაკლი კობახიძე, 4.თამარ ჩუგოშვილი, 5.გიორგი გახარია, 6.აკაკი ზოიძე, 7.თამუნა ხულორდავა, 8. რომან კაკულია, 9.სოფო ქაცარავა და 10.ირინა ფრუიძე.