,, ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ქარელში შეხვდნენ ამომრჩევლებს. მათ ადგილობრივებს პარტიის პროგრამა გააცნეს და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმებზე ისაუბრეს.
დავით ბაქრაძემ ყურადღება მცირე და საშუალო ბიზნესისათვის შეღავათების დაწესებასა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობაზე გაამახვილა.
სანდრა რულოვსმა კი იმ სოციალურ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც ადგილობრივებს აწუხებთ. პარტიის ლიდერებმა გამარჯვების შემთხვევაში პენსიის 50 ლარით გაზრდის შესაძლებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.