ნატო-ში გაწევრიანებას დრო და მოთმინება სჭირდება, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბეგმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
,,საქართველო გახდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ნატო-ს ოპერაციებში და ნატო-ს გააჩნია დამატებითი ინიციატივები და პროგრამები საქართველოში. დღეს უფრო მეტი საქართველოა ნატო-ში და მეტი ნატო საქართველო-ში. ნატო-ს მოკავშირეები რეალური შთაბეჭდილების ქვეშ ვიმყოფებით იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველომ გადადგა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს გააგრძელოს მოძრაობა ეკონომიკური, თავდაცვითი, დემოკრატიული რეფორმების გზაზე. ჩვენ ველით არჩევნების ჩატარებას მომავალ თვეს, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს უმაღლეს სტანდარტებს” - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ნატოს წევრი საქართველო მომავალ წელს ვერ გახდება, თუმცა ნამდვილად ბევრს აღწევს, რომ იღწვის წევრობისთვის
,,ნატო-სთან მიბმის გარეშე მნიშვნელოვანია რეფორმები - კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ა.შ. ნატო-ს რომ არ ჰქონოდა ეს მოთხოვნები, ეს მაინც უნდა ჩატარებულიყო. ამას მოაქვს ეკონომიკური ზრდა, ნატო-ს წევრობა. ამას დრო სჭირდება, თქვენ კი მოთმინება. საკითხი არ დგას ასე - ან არაფერი ან წევრობა. პროგრესი დიდია. სკოლა გავხსენით, სამეკავშირეო ცენტრი, მრჩევლები გვყავს საქართველოში. ჩვენ გვესმის, რომ წევრობა გსურთ ძალიან სწრაფად. ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ მომავალ წელს გაწევრიანდებით, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ბევრს აღწევთ იმით, რომ იღწვით წევრობისთვის, მუშაობთ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.