,,ქართველებს შუეძლიათ ებრძოლონ პროპაგანდას და მე მათ ნაცვლად ამას ვერ გავაკეთებ. თავისუფალი პრესა, ციფრები, მონაცემები, არის საუკეთესო საშუალაება პროგანდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის რომ არ იყოთ მოწყვლადი პროპაგანდის მიმართ”- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სტუდენტებთან შეხვედრისას.
”მესმის შეშფოთება რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით. აღნიშნული რამდენიმე ქვეყანაში ვიხილეთ. ნატო-სთვის საკითხი ასე არ დგას, რომ პროგაპანდას პროპაგანდა უნდა დავუპირისპიროთ. ჩვენ გვწამს, რომ ადამიანებს გააჩნიათ უნარი გაარჩიონ რა არის პროპაგანდა და რა არის სიმართლე. ჩვენი მთავარი იარაღია სიმართლე და გვჯერა, სიმართლე გაიმარჯვებს პროპაგანდისტულ მიზნებზე. ნატო-ს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ყველაზე მეტად ხალხზეა დამოკიდებული“ – აღნიშნა სტოლტენბერგმა.