,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დღეს, 21:00 საათზე საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს. ცნობილი გახდება პარტიის საარჩევნო სიაც, რადგან დღეს იწურება პარტიული სიების წარდგენის ვადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
პრეზენტაცია ექსპოჯორჯიაში გაიმართება.
ქართული ოცნების ცნობით, საარჩევნო პროგრამის ძირითად პრიორიტეტებს საზოგადოებას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გააცნობს.