ისრაელმა სირიის სახელისუფლო ძალების პოზიციები უკვე მეორედ დაბომბა. ებრაულმა ავიაციამ საჰაერო დარტყმები გოლანის სიმაღლეებზე განახორციელა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სირიელთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გოლანის ებრაულ ნაწილში რამდენიმე ჭურვი ჩავარდა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. ანალოგიურ ინციდენტს ჰქონდა ადგილი 22 აგვისტოსაც, რის გამოც ებრაელებმა სირიელთა საარტილერიო პოზიციები დაბომბეს.