გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი მსოფლიო მოსახლეობას საქართველოში ჩამოსვლისკენ მოუწოდებს. როგორც როგორც ტალებ რიფაიმ ღვინის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონგრესის გახსნის საღამოზე განაცხადა, საქართველო ესაა ქვეყანაა, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი, ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ესტუმროს.
,,ღვინო არის ცხოვრების განსახიერება. ის არის სიმბოლო იმ ყველაფრისა, რაც გვაძლევს უფლებას, რომ სიამოვნება მივიღოთ ჩვენს გარშემო არსებული სამყაროსაგან. მაგრამ დაფიქრდით ერთი წამით, 8 ათასი წლის წინ ეს დაიწყო სწორედ აქ, სწორედ საქართველოში.
აქ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც იფიქრეს რომ მათ შეეძლოთ საუკეთესო სასმელი ეწარმოებინათ, საუკეთესო პროდუქტი ყურძნისაგან, რომელიც ათასობით წლები შენარჩუნდებოდა. ერთი წუთით დაფიქრდით ჩვენ ამას ვიღებთ, როგორც ნორმას, თუმცა მათ ეს აქ დაიწყეს, სწორედ საქართველოში იფიქრეს. მათ ეს აქ განავითარეს და შემდეგ მთელმა სამყარომ ასევე დაიწყო ამის გაზიარება და ალბათ უზენაესია ის, რომ სწორედ საქართველოში ვატარებთ პირველ ღვინის ტურიზმის კონფერენცია, იმ ადგილას, სადაც ეს ყველაფერი დაიწყო“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ტალებ რიფაიმ.
შეგახსენებთ, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ღვინის ტურიზმის პირველ გლობალურ კონფერენციას საქართველოში ატარებს. ღონისძიებას მსოფლიოს 42 ქვეყნიდან, 250 დელეგატი ესწრება.