გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოთი აღფრთოვანებულია. როგორც ტალებ რიფაიმ ღვინის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონგრესის გახსნის საღამოზე განაცხადა, ქართველები ყველაზე ცოცხალი ერია მსოფლიოში.
,,ჩვენ ძალიან პრივილეგირებულები ვართ და ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა - პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ყველაზე ლამაზ ქვეყანაში მსოფლიოში და მე ზუსტად იმას ვგულისხმობ რასაც ვამბობ. საქართველო ძალიან ლამაზია არა მხოლოდ თავისი ბუნებით, მთებით, მისი 8 ათასწლიანი ღვინის ისტორიით და ულამაზესი ხალხით, არამედ, ის ყველაზე სტუმართმოყვარე, ყველაზე ცოცხალი ერია მსოფლიოში. ულამაზესი ქართული ტრადიციული სიმღერა, რომელიც გვაჯადოვებს ჩვენ ყველას“- განაცხადა ტალებ რიფაიმ.