საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის იანს სტოლტენბერგს ვიზიტი დაიწყო. სტოლტენბერგი ნატო-ს ატლანტიკური საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
იანს სტოლტენბერგს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, საქართველოს ელჩი ნატო-ში ალექსანდრე მაისურაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე დახვდნენ.
ნატო-ს გენერალური მდივანი გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება. ერთობლივ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგი და კვირიკაშვილი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ.
დღესვე დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალი შენობის გახსნა. იანს სტოლტენბერგი ვიზიტის პირველ დღეს თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან შეხვედრით დაასრულებს.
ვიზიტის მეორე დღეს, 8 სექტემბერს ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვედრა აქვს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ამის შემდეგ უკვე პარალმენტში გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა, რომელსაც დავით უსუფაშვილი უმასპინძლებს.