ჩანთების მწარმოებელმა ავსტრიულმა კომპანია Crumpler-მა მომხმარებლებს ახალი პროდუქტი - მთლიანად გამჭირვალე ჩემოდანი შესთავაზა.
ჩემოდანი, რომლის სახელიცაა Vis-a-Vis-ი 745 ავსტრალიური დოლარი, ანუ 560 აშშ დოლარი ღირს.
ჩემოდანი პოლიკარბონატისგანაა დამზადებული და 4,5 კგ-ს იწონის. ჩემოდანის სიგრძე - 68 სმ, სიგანე - 46,5 სმ, ხოლო სიღრმე - 25 სმ-ია.