ლონდონში ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი საცხოვრებელი ცათამბჯენი აშენდება. ჩინური დეველოპერი Greenland Group-ში დაახლოებით €954 მლნ-ის ინვესტიციას განახორციელებს.
Spire London-ის სიმაღლე 235 მეტრი იქნება. პროექტის ავტორები ცათამბჯენის მაცხოვრებლებს „ხუთვარსკვლავიანი ცხოვრების სტილს“ სთავაზობენ.
Spire London-ში ელიტური აპარტამენტების ღირებულება €709 530-დან დაიწყება.
76-ე სართულის მაღლა კი ბინის ღირებულება €3,6 მლნ-ის ფარგლებში იქნება.
დეველოპერი აცხადებს, რომ ცათამბჯენის მშენებლობა 2018 წლისთვის დასრულდება. მთლიანი სამუშაოები კი 2020 წლისთვის.