"ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრა გამოტოვოს. არგენტინელს საზარდულის მცირე ტრავმა აქვს, რომელიც ურუგვაისთან მატჩში გაუმიზეზდა. დღეს მესის ვენესუელასთან უნდა ეთამაშა, მაგრამ კატალონიაში დაბრუნდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა. 13 სექტემბერს ბარსა სელტიკს დაუპირისპირდება.