მერვე მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა ხვალისათვის დაინიშნა. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ პლენარული სესიის გამართვას პარლამენტს რეგლამენტი ავალდებულებს, ამიტომ სხდომის დანიშვნა აუცილებელი იყო.
საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ კვორუმის შეკრება გაჭირდება, თუმცა ნაწილი მათგანი ქუთაისში ჩასვლას გეგმავს.
ქუთაისში, სხდომას დაესწრება „რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფალ დემოკრატებს“ ამ ეტაპზე საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ აქვთ. რაც შეეხება ,,ნაციონალურ მოძრაობას” მათ რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.
პარლამენტის პლენარული სესია 12:00 საათზე დაინიშნა.