„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, მათი ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ გარკვეული ტიპის პროვოკაციებია დაგეგმილი და თუ დადასტურდება, რომ ეს პროვოკაციები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავენ. ირაკლი კობახიძის თქმით, პროვოკაციების განხორციელებისთვის შეიძლება მათ, „თავისუფალი ზონა“ და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები ან სხვა ტიპის დაჯგუფებები გამოიყენონ.
„როგორც ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის დაგეგმილი გარკვეული ტიპის პროვოკაციები. თუ დადასტურდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს პროვოკაციები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ამ შემთხვევაში აუცილებლად მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს. სხვადასხვა წყაროდან მოდის ინფორმაცია. ბუნებრივია, როდესაც პროვოკაციები იგეგმება პოლიტიკური გაერთიანების მიერ, ეს ინფორმაცია გარკვეულად ჟონავს გარეთ. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა წყაროდან მოგვდის ეს ინფორმაციები. სამართალდამცავი ორგანოები შეიძლება დაინტერესდნენ ამ საკითხით იმ შემთხვევაში, თუ ეს პროვოკაციები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ანუ, საუბარია პროვოკაციებზე. პროვოკაციები შეიძლება იყოს სხვადასხვა სახით
ამ პროვოკაციების განხორციელებისთვის მათ შეიძლება გამოიყენონ, როგორც, უშუალოდ, თავიანთი სტრუქტურები, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისუფალი ზონა, ასევე, მათთან ასოცირებული ძველი თუ ახალი ორგანიზაციები, ეს შეიძლება იყოს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები ან სხვა ტიპის დაჯგუფებები. რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ მასთან ასოცირებული ორგანიზაციების გარკვეული ქსელი აქვს, რომელს გამოიყენებენ მათ პროვოკაციებისთვის, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი, როდესაც პროვოკაციები მათ მიერ იქნება განხორციელებული“, - განაცხადა კობახიძემ. და აღნიშნა, რომ სახელისოფლებო გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებები პრევენციას ემსახურება. როგორც კობახიძემ განაცხადა, გუშინ, ზოგდიდში მომხდარ ინციდენტთან "ქართული ოცნების" აქტივისტებს კავშირი არ აქვს:
"რაც შეეხება ზუგდიდის მცირე ინციდენტს, იქ ჩვენი აქტივისტები ჩართულები არ ყოფილან. ჩვენ გადავამოწმეთ იმთავითვე ინფორმაცია ზუგდიდთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი აქტივისტები იქ ჩართულები არ ყოფილან ამ ინციდენტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.