დუბაის პლაჟებზე ადამიანთა უსაფრთხოებაზე მაშველების ნაცვლად რობოტები იზრუნებენ. აღნიშნული ინიციატივით დუბაის მუნიციპალიტეტი გამოდის. რობოტს შეუძლია 35 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს და წყალში ადამიანზე 12-ჯერ უფრო სწრაფად გადაადგილდეს. რობოტის სიმაღლე 125 სმ იქნება, წონა - 11 კგ და მას 130 კგ-მდე ტვირთის აწევა შეეძლება.
რობოტების გამოყენება ყველაზე რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში იგეგმება, მათ შორის შტორმის დროს. ერთ რობოტს ერთდროულად 4-5 ადამიანის გადარჩენა შეუძლია. ისინი ბატარეებზე მუშაობენ, რომლის დამუხტვაც 1 საათში ხდება.