ჩვენ ვიყენებთ დღეს არსებულ ყველა ინსრუმენტს, რომ გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა და მოვემზადოთ ნატო-ს წევრობისვთის - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე - "ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ" ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ვარშავის სამიტი ძალიან კრიტიკულ პერიოდში გაიმართა. როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ მიიღო მნიშვნელოვანი თავდაცვის შესაძლებლობები, ანუ გზავნილი იმისა, რომ თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება არ არის შეზღუდული მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის და ნატო ზრუნავს მის პარტნიორებზე და ასპირანტებზე.
„თავდაცვისუნარიანობა საქართველოში გაძლიერდა იმ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე გადაწყვეტილებით, რომელიც სწორედ ნატო-ს კონტექსტში იქნა მიღებული. ჰიბრიდული საფრთხეები, როგორც ერთ-ერთი არაკონვენციური, მაგრამ უკვე ძალიან ცხადი პრობლემა, აღიარებულ იქნა და საქართველო, ამ კონტექსტში, როგორც ერთი მხრივ პარტნიორი და მეორე მხრივ, მიმღები ქვეყანა იქნება სწორედ სტატეგიული კომუნიკაციის მომავალი ღონისძიებებისა. რაც შეეხება წევრობის სამოქმედო გეგმას, ჩვენ 2008 წელს გვითხრეს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა, თუმცა ამ გზაზე მას დასჭირდება წევრობის სამოქმედო გეგმა. წელს, ჩვენ გვითხრეს, რომ საქართველოს უკვე აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი და წევრობის სამოქმედო გეგმა სწორედ პრაქტიკული ინსტრუმენტი იყო ყველა სხვა სახელმწიფოსთვის, რათა გახდეს, მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის. მაპი პოლიტკური გადაწყვეტილების ნაწილად რჩება, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება რასაკვირველია 29 ქვეყნის მიერ არის მისაღები. ჩვენ ვიყენებთ დღეს არსებულ ყველა ინსრუმენტს, რომ გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა და მიოემზადოთ ნატო-ს წევრობისვთის“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.