ხვალ, Apple-სტებისათვის მნიშვნელოვანი დღეა. სწორედ ხვალ გაიმართება iPhone 7-ის პრეზენტაცია. iPhone 7-ის გამოსვლას ყველა გულისფანცქალით ელოდება, რადგანაც ყველამ კარგად იცის, რომ „ჩაკბეჩილი ვაშლი“ ბაზარზე რაღაც სიახლეს აუცილებლად გამოიტანს, რაც შემდეგ სხვა მწარმოებლებისთვისაც მისაბაძი იქნება. ვიდრე iPhone 7-ისა და iPhone 7 Plus-ის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდება, მანამდე გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ახალი მოდელის ფასი თითქმის იგივე იქნება და არ შეიცლება. ანუ iPhone 7-ის ღირებულება iPhone 6S-ის ტოლი იქნება.
დღეისათვის Apple-ს ოფიციალურ საიტზე iPhone 6S-ის ღირებულება 649 დოლარიდან იწყება. ანალიტიკოსთან ნაწილი კი მიიჩნევს, რომ iPhone 7-ის ოფიციალური ფასი 790 დოლარიდან დაიწყება.