მარკეტინგულმა სააგენტო ROIF Expert -მა რუსეთის მინერალური წყლების ბაზარი გამოიკვლია და შესაბამისი ანგარიშიც მოამზადა.
კვლევამ აჩვენა, რომ 2015 წლისთვის რუსეთში მინერალური წლების იმპორტი, 2012 წლის მონაცემებთან შედარებით 59,6%-ითაა გაზრდილი.
2015 წლის მონაცემებით, რუსეთში იმპორტირებული მინერალური წლების ღირებულება 80,2 მლნ დოლარი იყო, რაც 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს 45,4 %-ით ჩამორჩება.
აღსანიშნავია, რომ 2016 იანვარ-მაისში 52,3 ტონა მინერალური პროდუქციის იმპორტი დაფიქსირდა, რაც 13,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან.
რუსეთის ბაზარზე მინერალური წლის იმპორტის მხრივ ლიდერობენ საქართველო, საფრანგეთი, იტალია, სომხეთი. სწორედ ამ ქვეყნებზე მოდის რუსეთში იმპორტირებული მინერალური წყლების 85%-ი.