ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ესპანური კომპანია “IGENERIS” პრეზიდენტს ხოსე ლოპეს გარსია დე ლეანიზს შეხვდა. საუბარი სახელმწიფო პროგრამაზე „Startup საქართველოს“ მიმდინარეობისა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის თაობაზე წარიმართა.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მთავრობის მიერ გატარებული ყველა მსგავსი სახის ღონისძიების საბოლოო მიზანი ქვეყანაში საერთო სამეწარმეო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა, დამწყები ბიზნესმენების წახალისებაა. მხარეები საქართველოში Startup ეკოსისტემის განსავითარებლად თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.