ჩვენს ინტერესებშია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიან, სამართლიან გარემოში ჩატარება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა. მისი თქმით, მოსალოდნელია პროვოკაციები და პოლიტიკურ პარტიებს საკითხის ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
”ჩვენს ინტერესებშია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიან, სამართლიან გარემოში ჩატარება და ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის. ჩვენ დღეს ვსაუბრობდით პროვოკაციების საშიშროებაზე. სამწუხაროდ, ორი მცირე ინციდენტი მოხდა დღეს, ორ სხვადასხვა რეგიონში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. ჩვენ კიდევ ერთხელ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს ეს არჩევნები. კარგია, რომ დღევანდელი დღე მხოლოდ მსუბუქი პროვოკაციებით შემოიფარგლა და რაიმე მძიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. კიდევ ერთხელ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას იმისათვის, რომ მომავალში მაქსიმალურად მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს ეს არჩევნები”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ