,,ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ჯიხაშკარში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, სანდრა რულოვსს ,,ორგანოებით მოვაჭრე” უწოდეს, რასაც ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები აცხადებენ, რომ შეხვედრის ჩაშლა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას დავალებით ხდებოდა.