ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მას შორის „მოწიწებითი“ დამოკიდებულება არსებობდა.
ამის შესახებ ივანიშვილმა GDS-ის ეთერში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.
„სააკაშვილს ჩემთან ძალიან მოწიწებითი დამოკიდებულება ჰქონდა. მეც არ მქონია უხეში დამოკიდებულება. მივიდოდი, მხვდებოდა, აუცილებლად მაცილებდა. თვალებში მიყურებდა, არაფერი მწყენოდა. ერთი უხეში სიტყვა არ უკადრებია არასდროს. კომფორტულად ვიყავი წინა ხელისუფლებასთან, თუ მოვისურვებდი ხელისგულზე მატარებდნენ, მაგრამ ის, რაც მათ ქნეს და რა დღეში ჩააგდეს საზოგადოება, ეს ვერ ავიტანე და ამისთვის მოვედი პოლიტიკაში. ძალადობა იყო კულტი. დღესაც თუ ნახავთ, ძალადობას ვერ ანებებენ თავს. ესაა „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.