საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში ბელარუსის ეროვნული გამოფენა დაიხურა. ღონიოსძიება ოფიციალურად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა- ნინო ჩიქოვანმა და ბელარუსის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში - მიხაილ მიატლიკოვმა დახურეს. ცერემონიალში მონაწილეობას იღებდა ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე- გოჩა ცოფურიშვილი.
ბელარუსის ეროვნული გამოფენა საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო პალატების ორგანიზებით ჩატარდა. მისი მზადების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და სოფლის მეურნეობის სამინისტროები. ღონისძიება წლის განმავლობაში ბელარუსის რესპუბლიკის მიერ- ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩატარებულ ღონისძიებებს შორის ყველაზე მასშტაბურია. გამოფენაში მონაწილეობა ბელარუსის რესპუბლიკის 140-მა წამყვანმა საწარმომ მიიღო. მათ შორის იყვნენ მანქანათმშენებლობის, სოფლის მეურნეობის სექტორისა და ნავთობ-ქიმიური მრეწველობის წარმომადგენლები. ასევე ხისა და სამშენებლო მასალების წარმოება, ჯანდაცვის, სპორტის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის მიმართულებები, სამეცნიერო მიღწევები და საგანმანათლებლო სერვისები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, სამომხმარებლო საქონელი და სხვ.
ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო კულტურული პროგრამა, რომელშიც ბელარუსში მოღვაწე პოპულარული არტისტები მონაწილეობდნენ.
გამოფენა ოფიციალუირად 1 სექტემბერს გაიხსნა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის მიერ ღონისძიების ოფიციალურად გახსნის შემდეგ საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ მიმართეს. გამოფენის ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველო-ბელარუსის საქმიანი საბჭოს სხდომა, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ იყო ორგანიზებული.