20 არასამთავრობო ორგანიზაცია კოალიციას ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის აფუძნებს. კოალიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მიზანი თავისუფალი, დამოუკიდებელი, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრულ პატივისცემაზე დაფუძნებული, ეფექტიანი დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოს მშენებლობაა.
,,წევრი ორგანიზაციები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის მხარდასაჭერად. მათ ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ნაწილის კონსოლიდაცია ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის. კოალიცია ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას გეგმავს. დამფუძნებლები ერთობლივ დეკლარაციასაც მოაწერენხელს. პრეზენტაციას სამთავრობო უწყებების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან“, - აცხადებენ კოალიციის დამფუძნებლები. მათივე თქმით, მ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის განვითარების მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგან ეს საქართველოს არამარტო უსაფრთხოების არამედ ეკონომიკური განვითარების და კეთილდღეობის უზრუნველყოფის გარანტია.
პრეზენტაციას სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, 5 სექტემბერს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები გამართავენ.