ოპეკის ახალი გენერალური მდივანი მუჰამედ ბარკინდო 5 სექტემბერს ირანის ნავთობის მინისტრთან ბიჟან ნამდარ ზანგანესთან განიხილავს ნავთობის მოპოვების შესაძლო "გაყინვის" საკითხს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბარკინდო ეწვევა თეირანს, რათა "დაარწმუნოს ირანული მხარე მონაწილეობა მიიღოს ნავთობზე მსოფლიო ფასის სტაბილიზაციაში".
ირანი მესამეა სიდიდით ოპეკში ნავთობის წარმოების მიხედვით საუდის არაბეთისა და ერაყის შემდეგ. ოპეკის მონაცემებით, 2016 წლის ივლისის თვეში ირანში ნავთობის მოპოვებამ შეადგინა 3,6 მილიონი ბარელი დღე-ღამეში.