შავი ოქრო ისევ უფასურდება. დღეს დილით ბრენტის მარკის საწვავის ღირებულებამ 45,65 დოლარი შეადგინა, რაც გასული კვირის მაჩვენებელზე 2,64 დოლარით ნაკლებია. WTI მარკის საწვავი კი 2,89 დოლარით გაიაფდა და ბარელის ღირებულება 43,41 დოლარით განისაზღვრა.
ბირჟის ანალიტიკოსები ნავთობის გაიაფებას ამერიკის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებას უკავშირებენ, რომლის მიხედვითაც ნავთობის კომერციული მარაგი 2,3 მილიონი ბარელით გაიზარდა.
არ არის გამორიცხული, თვის ბოლოსთვის ბარელის ფასი 39 დოლარამდე დაეცეს.