2015 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 172 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი“ ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დეკლარირებული მონაცემების მიხედვით 2015 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1154 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთაც გააჩნიათ 1225 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება(ადგილობრივიერთეულებისდაფილიალებისჩათვლით).
2015 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 172 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება. სასტუმროების საერთო რაოდენობის 15.3% ექსპლუატაციაში შევიდა 2014 წელს, 12.1% - 2013 წელს, 8.5% 2012 წელს, 9.3% - 2011 წელს, 5.9% - 2010 წელს, 34.9%- 2010წლამდე.
სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცე-
ლებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება წარმოადგენს, რომლის წილად მოდის 2015 წელს მოქმედი სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 55.2%, ინდივიდუალური მეწარმის წილად - 42.8%. დანარჩენ მათგანს გააჩნია სააქციო საზოგადოების (1.4%) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (0.1%) და სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის (0.5%) სტატუსი.
მოქმედი სასტუმროების 99.3% კერძო საკუთრებაშია; მათგან 9.6% - უცხოელი ფიზიკური და
იურიდიული პირის საკუთრებაშია, ხოლო 0.7% სახელმწიფო საკუთრებაში.
2015 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 1293.1 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს (25.3%-ით მეტი გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით). აქედან იჯარით გაცემულია 23.6 ათასი კვადრატული მეტრი, ხოლო ყველა ნომრის საცხოვრებელმა ფართობმა 616.0 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა (23.5%-ით მეტი გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით).