იმის გამო, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი შემცირდა, BP აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში დანახარჯების ოპტიმიზაციას მოახდენს.
როგორც BP Azerbaijan-ის ვიცე-პრეზიდენტმა ბახტიარ აცლანბეილმა განაცხადა, ყველა პროექტის ფართომაშტაბიანი ოპტიმიზაცია მიმდინარეობს.
"ბევრი ჩვენი ხარჯი კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე შეთანხმებული წლიური სამუშაო პროგრამა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან (SOCAR). თუმცა ეს ხელს არ გვიშლის, რომ პროექტში ჩვენი ვალდებულებები შევასრულოთ“, აღნიშნა BP Azerbaijan-ის ვიცე-პრეზიდენტმა.