მიმდინარე წელს კაკაოს უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა კოტ დიუარი და ინდონეზია კაკაოს მოსავლის შემცირებაზე აკეთებს განცხადებას.
კოტ დიუარი 1,7 მლნ ტონა კაკაოს მარცვლის მოსავალს პროგნოზირებს, თავად მოსავლის აღება კი 30 სექტემბერს სრულდება. გასულ წელს ქვეყანამ 1,8 მლნ ტონა კაკაოს მოსავალი აიღო.
მომავალ წელს ანალიტიკოსები 1,75 მლნ ტონა მოსავლის აღებას პროგნოზირებენ.
რაც შეეხება ინდონეზიას, ქვეყანა კაკაოს მოსავლის 10 %-ით შემცირებას ელოდება. ინდონეზიის ყავის გადამამუშავებელი მრეწველობა 800 ათას დონზეა გათვლილი, თუმცა მწარმოებლებს წელს მხოლოდ 400 ათასი ტონის გადამუშავება მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ კაკაოს წარმოებისა და ექსპორტის კუთხით ნომერ პირველი კოტ დიუარია. მეორე ადგილზეა განა, მესამეზე კი ინდონეზია.