აჭარაში ინვესტიციების მოცულობა 26%-ით გაიზარდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის რამაზ ბოლქვაძის განმარტებით, 2016 წლის 6 თვის შედეგები მიხედვით წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ინვესტიციები 26%-ით არის გაზრდილი.
„აჭარაში 2016 წლის 6 თვეში 208.1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 154.2 მილიონი აშშ დოლარი უცხოური, ხოლო 53.9 მილიონი აშშ დოლარი ადგილობრივი კერძო ინვესტიციაა“, აცხადებს მინისტრი.
რაც შეეხება ინვესტიციებს სექატორულ ჭრილში ლიდერი აჯერადაც ენერგეტიკაა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, 2016 წლის 6 თვეში შემოსული კერძო ინვესტიციების 49,5%-ი ენერგეტიკაზე მოდის. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ინვესტიციების 30,1% ტურიზმში, 18,4%-ი მშენებლობის სფეროში განხორციელდა. დანარჩენ სხვა დარგებზე კი მთლიანი ინვესტიციების 2,0%-ი მოდის.
კერძო ინვესტიციები წლიურ დინამიკაში:
2015 წლის წლიური მონაცემების (366 მლნ აშშ დოლარი) შედარება წინა წლებთან:
2012 წელი - 152 მლნ აშშ დოლარი, ზრდა 141%
2013 წელი - 195 მლნ აშშ დოლარი, ზრდა 88%
2014 წელი - 277 მლნ აშშ დოლარი, ზრდა 33%