ჩინეთმა მიმდინარე წლის ივლისის თვეში ნავთობის იმპორტი რუსეთიდან 21,4%-ით შეამცირა. ამის შესახებ განაცხადა საბაჟოს ხელმძღვანელობამ. მთლიანობაში ივლისის თვეში ჩინეთმა საზღვარგარეთ 31,07 მლნ ტონა ნავთობი შეიძინა.
რუსეთიდან ნავთობის მიწოდება ჩინეთში ზედიზედ ორი თვეა მცირდება, ხოლო მაისის თვეში ნავთობის მიწოდებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია 5,245 მლნ ტონა.
ჩინეთისთვის ივლისის თვეში ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი ანგოლა გახდა. მან რუსეთსა და საუდის არაბეთს გაუსწრო ნავთობის მიწოდებაში. ჩინეთმა ანგოლაზგან შეიძინა 4,719 მლნ ტონა ნავთობი.
ჩინეთმა მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის თვეებში საუდის არაბეთისგან შეიძინა 30,48 მლნ ტონა ნავთობი.