"ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" გლდანი-მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვახტანგ მაჭავარიანის და პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ცაგარეიშვილის ინიციატივით ბრიფინგი გაიმართა. ვახტანგ მაჭავარიანის თქმით, არაერთი მცდელობის მიუხედავად ამ დრომდე ვერ მოხდა ვეტერათა სამსახურში ფინანსური მდგომარეობის შესწავლის მიზნით აუდიტის სამსახურის შესვლა.
პარტიაში აცხადებენ, რომ ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, წარმოდგენილი დოკუმენტაცია დადასტურებულად ადგენს ფაქტს,რომ ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურს შეცდომაში შეყავდა საზოგადოება, კერძოდ ვეტერანები.
,,ზემოთ აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელი, 2016 წლის აპრილამდე (მის გადადგომამდე) აღნიშნავდა,რომ პოროექტი გეოორგიას ფარგლებში, გარდაბნის რაიონში შეიქმნებოდა კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო გაერთიანება, სადაც დასახლდებოდნენ ვეტერანები. თუმცა ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის მიერ 2016 წლის 20 ივნისის წერილით ირკვევა, რომ 2015 წლის 15 სექტემბერს N- 6380101 წერილით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარმოადგინა უარყოფითი დასკვნა პროექტის შესახებ, კერძოდ სამინისტრომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სახელმწიფოს მიერ პროექტის განსახორციელებლად დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღება. ყოველგვარი ტენდერის გარეშე შპს „გორგიან ფორ ვეტერანს“-თან გააფორმა ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც აღნიშნულ კომპანიას უსასყიდლოდ გადაეცა ვეტერანთა აღრიცხვის ვეტერანთა მონაცემთა ბაზაში, ფიზიკურ პირებზე აღმოჩენილი ინფორმაცია, ვითომდაც ვეტერანებისათვის ფასდაკლებებისათვის შესაქმნელად. სსიპ ვეტერანების სახელმწიფო სამსახურების 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სოც. უზრუნველყოფის მუხლით ვეტერანთა სამედიცინო მომსახურეობისთვის დამტკიცებული აქვს 1100 000 ლარი. მიმდინარე წლის 10 ივნისის მდგომარეობით აღნიშნული თანხებიდან გახარჯულია 968313 ლარი. შპს ლანცეტისათვის ტენდერის გარეშე გადარიცხულია 86 000 ლარი. აღნიშნული სამედიცინო ცენტრს ვეტერანთა სახმსახური უწევდა რეკლამირებას, რათა ვეტერანებს კონკრეტულად ამ ცენტრში მიეღოთ სამედიცინო მომსახურეობა. ათობით ათასი ლარია გადახდილი საოფისე ავეჯში. ვეტერანთა სამსახურის შტატი განსაზღვულია 108 საშტატო ერთეულით . ყოველგვარი საჭიროების გარშე, გაფორმებულია 50 მეტი ხელშეკრულებით აყვანილი პირი, რითაც იფლანგება სახელმწიფო თანხები. არსებობს სხვა სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებიც” - აცხადებენ პარტიაში.
საპარლამენტო ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატები“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს ბატონ ლაშა თორდიას მიმართავს საქართველოს კანონის „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ მე-18 მუხლის შესაბამისად არაგეგმური აუდიტის საშუალებით შეისწავლოს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ 2015 წლიდან 2016 წლის აპრილამდე სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობა.