საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში იორდანიისჰაშიმიტური სამეფოს ვიცე პრემიერ მინისტრთან, განათლების მინისტრთან მოჰამად სნეიბათთან, რომელიც საქართველოსვიზიტით ეწვია იუნესკოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და იორდანიის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგშიარსებული საკითხები და პარტნიორობის განვითარების პერსპექტივები. შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა ბოლოპერიოდში ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებებით და აღნიშნა, რომიორდანიასთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება საქართველოს მნიშვნელოვანსაგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამასთან, ხაზი გაესვა იორდანიის როლს რეგიონში სტაბილურობის დაუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.
შეხვედრაზე გამოითქვა დაინტერესება ქვეყნებს შორის ბიზნეს დელეგაციების გაცვლითი ვიზიტების განხორცილების,კერძოდ განათლების, ჯანდაცვის, ტურიზმისა და ფინანსური მიმართულებით.
მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. იორდანიის მხარემ კიდევერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულსაზღვრებში.