ქართული ოცნებისდაუოკებელი ჟინი, რომ გააკონტროლოს საკონსტიტუციო სასამართლო, იწვევს ამ ინსტიტუცის რღვევას, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების" წევრმა შალვა შავგულიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის ქმედებები საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვნად აზარალებს,
"ვიდრე სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე არ იმსჯელებს, მანამდე დამატება და თუნდაც სასარჩელო მოთხოვნის გაზრდა არ არის აკრძალული, ვინმემ დაასახელოს რა ირღვევა ამით. ტელეფონით ვესაუბრე ჩემს კოლეგას სოსო ბარათაშვილს მან მითხრა, რომ სისულელეა ეს ბრალდებები. ამაზე ჩვენ პასუხს გავცემთ და იქით დავსვამთ კითხვებს მოსამართლე ტურავასთან. ქართული ოცნების ეს დაუოკებელი ჟინი, რომ გააკონტროლოს საკონსტიტუციო სასამართლო, იწვევს ამ ინსტიტუცის რღვევას,"- აცხადებს თავისუფალი დემოკრატების წევრი შალვა შავგულიძე.