საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას ის ძალები, გააკრიტიკა, რომლებიც მისი თქმით, "ფიქრობენ, რომ მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს".
"ჩვენს დამოუკიდებლობას ისევ უპირისპირდება იმპერია. არსებობენ ძალები, რომლებიც გეგმავენ და მცდელობას არ აკლებენ, რომ ისევ დაგვამარცხონ თავისუფელბის შენარჩუნებისთვის ამ დიდ ბრძოლაში. მათი მოციქულები ახლა, ჩვენს რიგებშიც გამოჩნდენენ. და ყიჟინებენ, რომ ხელი ავიღოთ ოცნებაზე. გვეუბნებიან რომ მორჩილება და უუფლებობა ჩვენი გადარჩენის არსებობის ერთადერთი ფორმაა. მათი ლოგიკით, ერთადერთი პასუხი, რომელიც საქართველოს გააჩნია თავზე ნაცრის წაყრა და ეროვნულ ღირსებაზე უარის თქმაა, მათი ლოგიკითა და ფილოსოფიით თუ მტერი ძლიერია წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. მაგრამ სულ სხვა ფილოსოფია აქვს ქართველ მრავალსაუკუნოვან გენს. გენს, რომელმაც გამოგვატარა ბასიანი, დიდგორი, ჩვენ მაშინდელ ლიდერებს და პატრიოტებს რომ ერთი წამითაც დაეწყოთ ფიქრი დანებებასა და ხელების ჩამოშვებაზე დღეს არა თუ სახელმწიფოებრიობა, არამედ ეროვნებაც აღარ შეგვრჩებოდა ჩვენს მრავალეთნიკურ საზოგადოებაში. თითოეულმა ქართველმა მამულიშვილმა ეს ძალიან კარგად იცის და ამიტომ, ვერაფერი მოადუნებს ჩვენს პასუხისმგებლობას ქართველი მრავალეთნიკური ერის დიდებული წარსულისა და მომავლის წინაშე", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.