"ჩვენს თაობას აქვს პატივი ვიყოთ ამ განსაკუთრებულ დროში. იმ ხალხს შორის ვინც იბრძვის დამოუკდიებლობის დასაცვავად და გვაქვს შანსი გავხდეთ პირველი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ვინც გასტეხს ნავსს და შექმნის გარანტიებს საქართველოს სამუდამო დამოუკიდებლობისთვის", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას.
პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ქვეყნის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გაიხსენა წინაპრების ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის.
"დამპყრობლის მორჩილების ქვეშ ცხოვრებაში, რომ რაიმე კარგი ყოფილიყო მილიონიYჩვენი წინაპარი არ გასწირავდა თავს დამოუკიდებელობისთვის ბრძოლაში, ეს ნიშნავს უფლებას თავად ავირჩიოთ ჩვენი მომომავალი თავად განვსაზღვროთ ჩვენი განვითარების კურსი, თავად დავგეგმოთ საგარეო პოლიტიკა. შევარჩიოთ მეგობრები და ალიანსები, რომელთა წევრობა იქნება საუკეთესო ჩვენი სამშობლოს დასაცავად და გასაძლიერებლად", _ განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, დამოუკიდებლობა ნიშნავს საშუალებას ვიგეთ საკუთარი ქვეყნის სამსახურში და "ვიმოქმედებდოთ არა სხვისი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. დამოუკიდებლობა ნიშნავს, თავად ვირჩევდეთ ქვეყნის ეკონომკურ და პოლიტიკურ მოდელს, რაც მთავარი სახელწმიფოებრივი დამოუკიდებლობა ნიშნავს ერთადერთ გზას, გზას თავისუფალი საზოგადოებისკენ".
მისი თქმით, დამოუკიდებლობის გარეშე, გარეშე ძალის მიერ მმართველობის პირობებში საქართველო ვერ ავიღებს პასუხისმგებლობას წინაპარათა წინაშე.
მხოლოდ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა შეესატყვისება ჩვენს ქართულ და კავკასიურ ოცნებას მომავალზე