უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-მაისში სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 748 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 23 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 186 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 178 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი).
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4070 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3 პროცენტით მეტია.