აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ქობულეთში ჩაის დამამზადებელი საწარმო დაათვალიერეს.
ჩაის დამამზადებელი საწარმო ადგილობრივი ჩაის ნახევარფაბრიკატების მიღებას ახორციელებს, შემდეგ მისი დამუშავება და 2 კგ პაკეტში დაფასოვება ხდება. ამ ეტაპზე საწარმოში 40 ადამიანია დასაქმებული.
"მოხარული ვარ, რომ მსხვილი საინვესტიციო პროექტები არა მხოლოდ ბათუმში, არამედ აჭარის სხვადასხვა სოფელში ასე აქტიურად მიმდინარეობს. ადგილობრივებს დასაქმების საშუალება ეძლევათ, რაც სოფლად მცხოვრები ოჯახებისთვის სამწუხაროდ დიდი სირთულეა. ორი ახალი საწარმო სოფელი ხუცუბანის გამოცოცხლებას და ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.
სოფლის მეურნეობა ჩვენი პრიორიტეტული დარგია და მსგავსი საწარმოები არა მხოლოდ ხუცუბანში, არამედ კიდევ არაერთ სოფელში გაჩნდება"- განაცხადა დავით ბაალძემ.
შპს „ემირი“ პროდუქციის ექსპორტს მონღოლეთსა და რუსეთში აწარმოებს. ჯამში პროექტში 750 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.