“პეტრო პორშენკოს ბლოკის” ფრაქციის ლიდერმა იური ლუცენკომ თავისი გუნდის წევრები გააფრთხილა, რომ თუ ხვალ ახალი პრემიერი არ დაინიშნება, პრეზიდენტი ვადამდელ საპარალამენტო არჩევნებს დანიშნავს. ამის შესახებ სააგენტო Lb.ua საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, “პეტრო პოორშენკოს ბლოკში” მინისტრების კანდიდატურებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. როგორც Lb.ua წერს, პრეზიდენტმა დეპუტატებს პრემიერის დასანიშნად 13 აპრილის 18 საათამდე მისცა ვადა.
რადაში უკვე დარეგისტრირდა არსენი იაცენიუკის გადადგომის შესახებ კანონპროექტი, თუმცა ჯერ უცნობია როდის გაიმართება აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა.