სირიის მხრიდან თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კილისის მიმართულებით სამი რაკეტა ისროლეს. NTV-ის ინფორმაციით, დაჭრილია ექვსი ადამიანი.
შემთხვევის ადგილას სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა მივიდა. გავრცელებული ინფორმაციით სამი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
კილისი სირიის ტერიტორიიდან, ცეცხლის ქვეშ გუშინაც მოექცა. დაიჭრა 12 ადამიანი. თურქეთის მოსაზღვრე ტერიტორიის ამ ნაწილს ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები აკონტროლებენ.
მარტში განხორციელებული სროლისას კი ქალაქის ორი მცხოვრები დაიღუპა.