აზერბაიჯანი მზად არის, კონფლიქტი სამხედრო გზით გადაწყვიტოს, - ამის შესახებ რადიოსადგურ Говорит Москва-ს ეთერში რუსეთში აზერბაიჯანის ელჩმა, ფოლად ბულ-ბულ-ოღლიმ განაცხადა. მისი თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს დიპლომატიურად დარეგულირების მცდელობა არაეფექტიანი აღმოჩნდა.
"მზად ვართ საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტისთვის, მაგრამ თუ არ იქნება მშვიდობიანი გადაწყვეტილება, სამხედრო გზით ვიმოქმედებთ", - განაცხადა რუსეთში აზერბაიჯანის ელჩმა.
ფოლად ბულ-ულ-ოღლის თქმით, აზერბაიჯანის ტერიტორიის 21 პროცენტი ოკუპირებულია სომხეთის ჯარის მიერ, ამიტომ რესპუბლიკების ხელმძღვანელები მოლაპარაკებების მაგიდასთან მხოლოდ მაშინ დასხდებიან, როდესაც სომხეთის შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიას დატოვებენ.