ევროპაში თავდასხმების მოსაწყობად ,,ისლამურმა სახელმწიომ“ 400-მდე მებრძოლი მოამზადა. ამის შესახებ სპეცსამსახურების მონაცემებზე დაყრდნობით, ამერიკული სააგენტო Associated Press წერს.
გავრცელებული ცნობით, დაჯგუფებამ ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში მყოფი დამოუკიდებელი ქსელები შექმნა, რომლებმაც თავდასხმების ადგილი და დრო თავად უნდა აირჩიონ, მიზანი კი მაქსიმალური მსხვერპლის გამოწვევა უნდა იყოს. მებრძოლები სპეციალურ წვრთნას სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე არსებულ ბანაკებში გადიოდნენ.