რუსეთის სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკო დამნაშავედ ცნო. ასეთი განაჩენი გამოიტანა მოსამართლეთა სამეულმა დღევანდელ პროცესზე. თუმცა, როგორც ,,ბიბისი“ იტყობინება, სასჯელის ზომის გამოცხადება სასამართლომ ჯერ კიდევ ვერ მოასწრო, რადგან სავჩენკომ მისი ხმა სიმღერით გადაფარა. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს.