21 მარტს ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი თბილისში შეხვედრებს გამართავს. ევროკომისარი ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართავს. შეხვედრა 10:15 საათზე სასტუმრო „რედისონში“ შედგება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სესილია მალმსტრომის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ასევე ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან.
სესილია მალმსტრომის საქართველოში ვიზიტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით იმართება.