VISA-ს ქართული ბარათებით ბრენდების საიტებზე Online შესყიდვები გახდება შესაძლებელი. როგორც დღეს გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, VISA საკუთარ მომხმარებელს visa Check out-ს სთავაზობს, რაც ადგილობრივი ბარათებით, ცნობილი ბრენდების საიტებზე Online შესყიდვების საშუალებას იძლევა.
VISA – ს გენერალურმა დირექტორმა (დსთ, სამხრეთ აღმოსავლეთ ქვეყნები) ანდრეი ალეიკინმა აღნიშნა, რომ მაღალი რისკების გამო, აშშ-ის მხარე საქართველოს ბაზრიდან მთელ რიგ გვერდებზე (NIKE, BVlGARI, ADIDAS, GUCCI …) წვდომას ბლოკავს. Check out -ი, რამდენიმე წამიანი ოპერაციით, ერთი ღილაკით, უსაფრთხოების დაცულობის გადამოწმების საშუალებას იძლევა.
აღნიშნული ტექნოლოგია, საქართველოს ბაზრისთვის VISA-ს ახალი პლატფორმის ნაწილია, რომელიც მაღალი ტექნოლოგიის 20-მდე პროდუქტს მოიცავს, ახალი პროექტის „მომხმარებლის ნულოვანი პასუხისმგებლობა“ ფარგლებში.
ალეიკინმა აღნიშნა, რომ პროექტის განხორცილება ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, კანადასა და ევროპაში უკვე დაწყებულია და საქართველოც ამ პაკეტშია ჩართული.