"თავისუფალი დემოკრატების" საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ბანკებმა გადახდისუუნარო მსესხებლებს ვადაგადაცილებული ვალები უნდა ჩამოაწერონ.
კერძოდ, ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" ინიციატივა ითვალისწინებს ფიზიკური პირის მიერ, ფინანსური ინსტიტუტისგან სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას.
საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები განმარტავენ, რომ ფინანსური ინსტიტუტები, დავალიანების ჩამოწერის შემთხვევაში, დამატებით აღარ დაიბეგრებიან, რაც მათ სტიმულს მისცემს, კლიენტებს ვადაგადაცილებული და პრობლემური სესხები აპატიონ.